დაიწყე ოპერირება საქართველოში
სადაც ბიზნესის კეთება მარტივია
IT კომპანიებისთვის
კორპორაციული მოგების გადასახადი
პირადი საშემოსავლო გადასახადი
ქონების გადასახადი
გაუნაწილებელი მოგების გადასახადი
რატომ არის საქართველო საინტერესო IT კომპანიებისთვის
საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ფართოდ ხელმისაწვდომია, ხოლო 5G-ის დანერგვა კიდევ უფრო აძლიერებს ქსელის შესაძლებლობებს. აგრეთვე, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-მა სრული დაფარვა უზრუნველყო, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კავშირის სანდოობასა და უწყვეტობას.
2021 წლის მონაცემებით საქართველოში მოქმედებდა დაახლოებით 30 საერთაშორისო IT კომპანია, ხოლო 2025 წელს ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია.
ბიზნესის რეგისტრაცია საშუალოდ 1 სამუშაო დღეს მოითხოვს, ხოლო საგადასახადო მოდელი IT სექტორს სთავაზობს 0%-იან დაბეგვრას რეინვესტირებულ მოგებაზე და დივიდენდებზე მხოლოდ 5%-იან საშემოსავლო გადასახადს.
ICT სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 50,000-მდე ადამიანი.
გაეცანი საქართველოში IT კომპანიის დაფუძნების სრულ გზამკვლევს რეგისტრაციიდან ოპერაციული მზადყოფნამდე.
საქართველო დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბიზნესმეგობრულ ქვეყანას რეგიონში, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების რეგისტრაცია მარტივია, პროცედურები გამჭვირვალე, ხოლო საგადასახადო გარემო მოქნილი.
სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელშიც განხილულია როგორ დააფუძნოთ IT კომპანია საქართველოში, რა დოკუმენტებია საჭირო და როგორ მოამზადოთ ინფრასტრუქტურა ოპერაციების დასაწყებად.
I. რეგისტრაციის ეტაპი
კომპანიის დაფუძნების პროცესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივია მსოფლიოში, რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლის ფილიალში და საშუალოდ მხოლოდ 1 სამუშაო დღეს მოითხოვს.
ნაბიჯი 1: აირჩიეთ იურიდიული ფორმა
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 ტიპის ორგანიზაციულ ფორმას კომერციული იურიდიული პირებისთვის (სპს, კს, შპს, სს, კოოპ.) ამასთან, ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს / LLC), რაც განპირობებულია ორგანიზაციული ფორმის მოქნილობით.
შპს-ს შემთხვევაში, ძირითადი მახასიათებლებია:
- მინიმალური კაპიტალი: არ არის საჭირო;
- დამფუძნებელთა მინ. რაოდენობა: 1;
- შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პირის მონაწილეობა.
ნაბიჯი 2: მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები
სარეგისტრაციო მონაცემები:
- კომპანიის დასახელება (უნიკალური სახელი ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
- იურიდიული მისამართი (შეიძლება იყოს ოფისი ან საერთო სამუშაო სივრცე);
- დამფუძნებლებისა და დირექტორების მონაცემები;
- ინფორმაცია წილების შესახებ.
სადამფუძნებლო დოკუმენტები:
- სადამფუძნებლო შეთანხმება;
- წესდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლში. სტანდარტული ვადით -1 სამუშაო დღე, ხოლო დაჩქარებული მომსახურებით -იმავე დღეს. უნდა აღინიშნოს, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო, რადგან აღნიშნული დოკუმენტების დამოწმება შესაძლებელია უშუალოდ რეგისტრაციის დროს იუსტიციის სახლის სამეწარმეო რეესტრში. ამასთან, დამოწმება საერთოდ არაა საჭირო, თუ დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებულია ელექტრონულად, “ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
შემდეგ, კომპანიამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის პორტალზე-rs.ge.
დაბეგვრის მოდელები IT ბიზნესებისთვის:
სტანდარტული დაბეგვრის რეჟიმი:
- მოგების გადასახადის 15%-ინი განაკვეთი, მოქმედებს ე.წ. ესტონური მოდელი – იბეგრება მოგების განაწილება.
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი:
- ვირტუალური ზონის სტატუსი – ექსპორტზე ორიენტირებული IT კომპანიები: არ იბეგრება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება. ამასთან ვირტუალური ზონის პირს საქმიანობის განსახორციელებლად არ ესაჭიროება ლიცენზიები/ნებართვები. სტატუსს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
- საერთაშორისო კომპანიის სტატუსი – საინფორმაციო ტექნოლოგიების განსაზღვრულ სფეროებში საქმიანობის განმახორცილებელი კომპანიები, რომლებიც შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობიდან იღებენ: მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთია 5%. სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
II. საბანკო ანგარიშის გახსნა
კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია საბანკო ანგარიშის გახსნა, რაც საქართველოში მარტივად ხდება და უცხოელი დამფუძნებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.
საჭირო დოკუმენტები და მასალები:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- დამფუძნებლებისა და დირექტორების პასპორტები
- წესდება
- კომპანიის ბეჭედი არსებობის შემთხვევაში)
საშუალო გახსნის დრო: 1–3 სამუშაო დღე
პოპულარული ბანკები: TBC Bank, Bank of Georgia, Liberty Bank, Credo
III. ოფისის ან სამუშაო სივრცის შერჩევა
IT კომპანიებისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია როგორც ტრადიციული საოფისე ფართები, ისე თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცეები.
პრემიუმ ოფისები განლაგებულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და სრული ადმინისტრაციული მომსახურებით. საშუალო დონის ოფისები ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ საჭირო ინფრასტრუქტურას უფრო ხელმისაწვდომ ფასად. საერთო სამუშაო სივრცეები მოქნილი პირობების გამო განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ სტარტაპებში.
IV. საბოლოო ეტაპი, ოპერაციული მზადყოფნა
რეგისტრაციისა და საბანკო ანგარიშის შემდეგ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
- ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
- დასაქმებულთა რეგისტრაცია RS.ge სისტემაში
დასკვნა
საქართველო გთავაზობთ ტექნოლოგიური ბიზნესის დაწყების მარტივ, იურიდიულად გამჭვირვალე და არაბიუროკრატრიულ მოდელს. ერთ სამუშაო დღეში შესაძლებელია კომპანიის რეგისტრაცია, რამდენიმე დღეში საბანკო ანგარიშის გახსნა, ხოლო მოქნილი საგადასახადო სისტემა და ციფრული სერვისები ქმნის პირობებს, რომ IT კომპანიებმა სწრაფად დაიწყონ ოპერაციები.
გაეცანი საქართველოში IT კომპანიებისთვის არსებულ საგადასახადო და ფინანსურ უპირატესობებს, რომლებიც ხელს უწყობს მარტივი და ეფექტური ბიზნესგარემოს შექმნას.
საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს ქმნის რეგიონში. მარტივი და პროგნოზირებადი და დაბალი საგადასახადო სისტემა უზრუნველყოფს იმ პირობებს, რომლებიც IT კომპანიებს საშუალებას აძლევს ოპერაციები დაიწყონ მინიმალური ბიუროკრატიითა და მაქსიმალური ეფექტიანობით.
5% მოგების გადასახადი
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციები იხდიან მხოლოდ 5%-იან მოგების გადასახადს განსაზღვრული IT საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე.
5% საშემოსავლო გადასახადი თანამშრომელთა ხელფასებზე
საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებული პირების ხელფასები დაბეგვრის ობიექტია მხოლოდ 5%-ით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შრომით ხარჯებს და ზრდის კომპანიის შესაძლებლობას კონკურენტული ანაზღაურება შესთავაზოს სპეციალისტებს.
0% დივიდენდების გადასახადი
სტატუსის მქონე კომპანიების მიერ გასაცემი დივიდენდები სრულად თავისუფლდება დაბეგვრისგან, რაც ამარტივებს მოგების განაწილებას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პარტნიორებისთვის.
0% ქონების გადასახადი
ქონება, რომელიც უშუალოდ გამოიყენება სტატუსის შესაბამის საქმიანობაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები (DTA)
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მრავალ ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ქვეყანას გაფორმებული აქვს 58 ორმხრივი საგადასახადო ხელშეკრულება, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, კანადასა და ჩინეთთან.
ეს შეთანხმება იცავს უცხოელ ინვესტორებს ორმაგი დაბეგვრის რისკისგან და ამარტივებენ დივიდენდების, პროცენტებისა და ლიცენზიის გადასახადების მართვას.
შეჯამება
საქართველოს საგადასახადო მოდელი გთავაზობთ გამჭვირვალე, პროგნოზირებად და ინოვაციურ გარემოს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ნულოვანი დაბეგვრა რეინვესტირებულ მოგებაზე, დაბალი გადასახადი დივიდენდებზე და ორმაგი დაბეგვრისგან დაცვა ქმნის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ საინვესტიციო ეკოსისტემას რეგიონში, განსაკუთრებით IT სექტორისთვის, სადაც მოქნილობა და ფინანსური სტაბილურობა გადამწყვეტია სწრაფი ზრდისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ საქართველო, რა არის ძირითადი უპირატესობა IT ბიზნესისთვის?
საქართველო აერთიანებს სტრატეგიულ მდებარეობას (ევროპა–აზიის გასაყარზე), ერთდღიან რეგისტრაციას, „ესტონური“ CIT მოდელს (რეინვესტირებულზე 0%), დივიდენდების 5%-იან დაბეგვრას, სწრაფ ციფრულ სერვისებს (My.gov.ge) და სტაბილურ ენერგო ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს მზარდი ICT ტალანტების ბაზა (დაახლოებით 50,000 დასაქმებული)
რა იურიდიული ფორმით დავაფუძნო კომპანია?
რეკომენდებულია შპს/LLC:
- მინ. კაპიტალი: არაა საჭირო
- დააფუძნებ: 1 პირიც საკმარისია (რეზიდენტი/არარეზიდენტი)
- რეგისტრაცია იუსტიციის სახლში, სტანდარტულად 1 სამუშაო დღეში, დაჩქარებით იმავე დღეს
რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციისთვის?
- უნიკალური სახელწოდება (KA/EN)
- დამფუძნებლებისა და დირექტორების მონაცემები/პასპორტები
- იურიდიული მისამართი
- წესდება და რეგისტრაციის განცხადება
შეუძლიათ თუ არა უცხოელ დამფუძნებლებს საბანკო ანგარიშის გახსნა?
დიახ. ბანკები: TBC, Bank of Georgia, Liberty, Credo. სტანდარტული პაკეტი: რეგისტრაცის სერტიფიკატი, წესდება, დირექტორის/დამფუძნებლების პასპორტები, ზოგჯერ კომპანიის ბეჭედი. ვადა: 1–3 სამუშაო დღე.
რა მდგომარეობაა ინტერნეტ ინფრასტრუქტურაზე?
- ფიქსირებული ქსელები: საშუალოდ 20–40 Mbps ქვეყნის მასშტაბით
- მობილური ქსელები: ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე ~140 Mbps (2025 წლის დასაწყისის SpeedTest-ის მონაცემებით)
ენერგომომარაგება და საიმედოობა რამდენად სტაბილურია?
- ენერგომომარაგების საიმედოობა წლიდან წლამდე უმჯობესდება; მიმდინარეობს ქსელების მოდერნიზაცია, სერვისის უწყვეტობის მაჩვენებლები მაღალია. ეს ქმნის პროგნოზირებად ოპერაციულ გარემოს ტექნოლოგიური გუნდებისთვის.
როგორია დროის ზონური გადაკვეთა საერთაშორისო გუნდებისთვის?
საქართველო არის GMT+4.
- ევროპასთან: 2–3 სთ სხვაობა → 5–7 სთ სამუშაო გადაკვეთა
- ისრაელი: +1 სთ
- დუბაი: 0 სთ
- ნიუ-დელი: -1.5 სთ
- ნიუ-იორკი: +9 სთ
- ევროპასთან: 2–3 სთ სხვაობა → 5–7 სთ სამუშაო გადაკვეთა
როგორ დავიქირავო ადგილობრივი IT სპეციალისტი?
ადგილობრივ ICT-ში დასაქმებულია ~50,000 ადამიანი. დისტანციურ მოდელთან თავსებადობა მაღალია (Slack/Jira/Notion/GitHub გამოცდილებით). შეგიძლია გამოიყენო Jobs.ge ან HR.ge პლატფორმები. კომპანიაზე მორგებული კანდიდატთა სიისთვის დაგვიკავშირდი doit@gita.gov.ge.
როგორ მუშაობს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება (DTA)?
საქართველო აქვს მრავალ ქვეყანასთან შეთანხმებები, რაც ამცირებს ორმაგი დაბეგვრის რისკს დივიდენდებზე/პროცენტებზე/ლიცენზიურებზე. კონკრეტული განაკვეთები ემთხვევა შესაბამის ხელშეკრულებებს, ფინანსურ და იურიდიულ გეგმაში გაითვალისწინე შენი ქვეყნის იურისდიქცია.
შემიძლია თუ არა უცხელი კლიენტებისთვის დისტანციურად მომსახურების მიწოდება?
დიახ. ეს არის ქართული IT ოპერაციების ერთ-ერთი ძლიერი მხარე.
რა რისკებია, თუ ფორმალური მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილე?
ადმინისტრაცია, წესისამებრ, გაძლევს დოკუმენტების გამოსწორების ვადას. თუ დროულად ვერ უპასუხებ, განაცხადი შეიძლება უარყოფილად ჩაითვალოს.
რომელი სახელმწიფო პლატფორმები და კონტაქტებია აუცილებელი?
- NAPR / იუსტიციის სახლი — რეგისტრაცია/ამონაწერები
- RS.ge — საგადასახადო რეგისტრაცია/დეკლარირება
- GITA — ეკოსისტემა/ღონისძიებები/ტექნოპარკები
- My.gov.ge — დისტანციური სახელმწიფო სერვისები
რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა და როგორი სამუშაო კულტურაა?
საქართველო გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოების დონით და მეგობრული გარემოთი. ტექნოლოგიურ კომპანიებში დამკვიდრებულია თანამედროვე სამუშაო კულტურა ასინქრონული კომუნიკაცია და ღია უკუკავშირის პრინციპი, რაც დისტანციურ და ჰიბრიდულ ფორმატებში მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის.